ახალი ამბები
კარალეთში სკოლასა და სკვერს კაპრალ ოთარ სუხიტაშვილის სახელი მიენიჭა
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, კარალეთის სკოლასა და კარალეთის სკვერს მისი სახელები მიენიჭათ.

აგვისტოს ომის დროს ის იჯდა იმ ტანკში, რომელიც უშუალოდ თავდაცვის მინისტრმა ბარანკევიჩმა გაანადგურა.

ტრაბახობდა ბარანკევიჩი რუს ჟურნალისტებთან, რომ 406-ე ტანკი ეკიპაჟიანად გაანადგურა… ამ მემიზნე ოპერატორი ოთარ სუხიტაშვილი იყო, მძღოლი – ბირთველაშვილი, მეთაური – გია რომელაშვილი…
Print

სტატიის გამოყენების პირობები