ახალი ამბები
14 წლის წინ 12 აგვისტოს დაიბომბა გორის ჰოსპიტალი
14 წლის წინ, 2008 წლის 12 აგვისტოს, გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დაბომბვის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ექიმი ტრავმატოლოგი გიორგი აბრამიშვილი დაიღუპა.

2013 წლიდან, სამხედრო ჰოსპიტალი გიორგი აბრამიშვილის სახელს ატარებს.

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და ომის დროს დაღუპული ექიმის კოლეგებმა, სამედიცინო დაწესებულების ეზოში არსებულ მემორიალთან და სიღნაღში, მის საფლავთან, პატივი მიაგეს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ექიმის ხსოვნას.

გიორგი აბრამიშვილი სიღნაღში დაიბადა. ქუჩა, სადაც აბრამიშვილი ცხოვრობდა, 2009 წლიდან მის სახელს ატარებს, 2021 წელს კი, სიღნაღის მთავარ სკვრში გიორგი აბრამიშვილის ბიუსტიც გაიხსნა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები