ახალი ამბები
სოფელ კოშკის ეკლესიის ეზოში საუკუნის წინანდელი საფლავის ქვები ერთად მოაგროვეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კოშკაში ეკლესია შეაკეთეს. ეზოში ახლაც სამშენებლო სამუშაოების კვალია.



რეაბილიტაციის გამო, ეკლესიის გარშემო არსებული საფლავის ქვები აიღეს.





მეორე ფოტო გამოსახულია ნაცარაულის წმ. გიორგის სახელზე აგებული ნიში.

ხელოვნებათმცოდნე ზაქარია მაისურაძე თავის ნაშრომში ისტორიის ქვის ფურცლები წერს, რომ საფლავის ქვები ხალხური ხელოვნების საინტერესო დარგს წარმოადგენს  ან, როგორც მას უწოდებენ ლოდები.

"ამა ლოდსა ქვეშე განისვენებს"... და სხვა: მიმართავს მკითხველს განსვენებული და შენდობას გამოთხოვს. საფლავის ქვები საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებლების მიერ გამოიყენებოდა ქრისტიანობის წინა პერიოდიდან დღემდე და დღესაც კი, იგი ხმარებაშია.''

ანა შანშიაშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წერს, რომ XIX საუკუნის განმავლობაში, ვიდრე XX საუკუნის დასაწყისამდე, როგორც ზოგადად კავკასიაში, ისე თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით, გავრცელდა საფლავის ქვათა მორთვის გარკვეული "იკონოგრაფიული სქემა", რომელიც თავის მხრივ, საქართველოში შუა საუკუნეების ხელოვნებიდან, კერძოდ კი საქტიტორო პორტრეტის მდიდარი ტრადიციიდან მომდინარეობდა და მისი გვიანი პერიოდის "გახალხურებული" ნაკადის თავისებური, ორგანული გაგრძელება იყო.

,,XIX საუკუნე საქართველოში ურბანულ კულტურაზე გადასვლის ხანაა. ეს ისპერიოდია, რომელმაც თან მოიტანა სეკულარული მსოფლმხედველობრივი ცვლილებები, ისეთი როგორიცაა ინტერესი კონკრეტული ადამიანისადმი, ინდივიდუალური საწყისის გამძაფრება'' - წერს ხელოვნებათმცოდნე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები