გუშინ, გვიან საღამოს, გორში ბუნებრივი აირის მილსადენს ავტომანქანა
დაეჯახა.
ამის გამო ქალაქის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა.
კომპანია ,,სოკარ-ჯორჯიას" წარმომადგენლის განცხადებით, სარემონტო
სამუშაოების ჩატარებას მეორე დღის ბოლომდე შეძლებდნენ.
,,17 თებერვლის 23:00 საათიდან 18 თებერვლის 17:00 საათამდე გორის
რამდენიმე ქუჩას გაზმომარეგება შეუწყდა. კერძოდ, ბუნებრივი აირის
გარეშე აღმაშენებლის, გორკის, სტალინის, რაზმაძისა და ნინოშვილის
მაცხოვრებლები დარჩნენ" - გვაცნობა პრესსამსახურმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე პირველის სკოლის მიმდებარე
ტერიტორიაზე მოხდა. BMW-ს მარკის ავტომობილში სამი ახალგაზრდა
იჯდა.
შსს პრესსამსახურის ცნობით, მძღოლი საპატრულო ეკიპაჟის მიერ
სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმდა და სიმთვრალე არ დაუდგინა.
,,ის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა" - ამბობს
პრესსამსახურის წარმომადგენელი.
სტატიის გამოყენების პირობები