ახალი ამბები
გორში კრივის ჩემპიონატი დაიწყო
დღეს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა.

შეჯიბრებაზე 120-მდე მოკრივე იღებს მონაწილეობას.

მოკრივეები ცამეტ წონით კატეგორიაში წარსდგნენ და 2000-2001 წლებში დაბადებულები არიან.

თითო კატეგორიაში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.

„აღნიშნული ტურნირის მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. გორში კრივის დიდი ტრადიციები გვაქვს. ფუნქციონირებს შესაბამისი სკოლაც, რომელმაც არაერთი სასახელო სპორტსმენი გაზარდა. იმედი მაქვს, ტურნირის დასრულების შემდეგ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება აღნიშნული სპორტის სახეობით.“ - აღნიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები