ახალი ამბები
გორის მერი ახალგაზრდებს კლუბ ,,იდეის'' ტერიტორიაზე შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრა მულტიფუნქციურ სივრცეში "იდეაში" გაიმართა, სადაც ერთი თვის წინ ღამის კლუბი ,,იდეა'' გაიხსნა და რომელიც ყოფილ რესტორან ,,ნიავის'' ტერიტორიაზე მდებარეობს.

შეხვედრაზე მოზარდებმა მოისმინეს ინფორმაცია გორის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ახალგაზრდული პროგრამებისა და პროექტების შესახებ.

შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ახალგაზრდების მიერ, სხვადასხვა საკითხებზე დასმულ კითხვებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უპასუხა.

შეხვედრა, დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა FID - ის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია შვედეთის გაეროს ასოციაციაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლში "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრია."


გორში ღამის კლუბი გაიხსნა
Print

სტატიის გამოყენების პირობები