ახალი ამბები
ქარელის სოფლებში ახალი არხებიდან წყალი ჟონავს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში სანიაღვრე არხებს აკეთებენ, რომელიც წყალს სრულად არ ატარებს.

მოსახლეობის განცხადებით, გადაბმის ადგილებიდან წყალი ჟონავს. არხების სრულ რეაბილიტაციას კი არავინ ჩქარობს, რადგან მათი თქმით, კომპანიებმა სამუშაოები უკვე მიატოვეს.

როგორც მოსახლეობა გვწერს, არსებობს წყლის დატბორვის საშიშროება და შესაძლოა იქ პატარა ბავშვიც ჩავარდეს.

როგორც მოვიძიეთ, მართლაც სოფელ ფცასა და სოფელ თარაშენში ქარელის მერიამ სამუშაოები 2 აგვისტოს დაამთავრა. სამუშაოები ინდმეწარმე ბექა ხორგუაშვილმა აწარმოა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, კომპანია ვალდებულია სანიაღვრე არხების გვერდულები შეავსოს ქვიშა-ხრეშით.

შესყიდვების ვებ-გვერდზე ასევე ვნახეთ, რომ 18 აგვისტოს მდგომარეობიათ, არ არის ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტიც.

მერია, 2022 წელს, სოფლის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე სოფელში არხებს, მათ შორის, სანიაღვრე არხებს აკეთებს.

ქარელის მერიაში არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ხელშეკრულება რამდენიმე კომპანიასთან აქვს დადებული.

ეს კომპანიები მერიამ თავადვე შეარჩია. მათთან შეხვედრა ჯერ კიდევ 2022 წლის 13 ივნისს შედგა და წინასწარ აცნობა, რომ მომავალი პროექტებისთვის ისინი იქნებოდნენ კონტრაქტორები.

ეს კომპანიებია: ,,ახალი სამშენებლო', ,,პაატა ხაჭაპურიძე'', ,,დემა'', ,,თრიალეთი 2019'' და ა.შ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები