ახალი ამბები
ტანის ხეობაში საპიკნიკე ადგილის სიახლოვეს ხანძარი გაჩნდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის სიახლოვეს, მდინარე ტანას ხეობაში ცეცხლი გაჩნდა.

ამის ამსახველი ვიდეო მოქალაქემ გადაიღო. ვიდეოს მიხედვით, ხანძარი იმ ადგილზე იყო, რომელიც საპიკნიკე ადგილს წარმოადგენს.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ. ასევე ატენის წარმომადგენელი.

ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა. ტერიტორია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურისტულ ადგილს, საპიკნიკე ადგილს - ,,გზამკვლევს'' წარმოადგენს.






Print

სტატიის გამოყენების პირობები