გორის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ხანძარი გაჩნდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლი უკვე
ჩააქრეს.
კორპუსის მცხოვრებლების თქმით, სარდაფში ელგაყვანილობაა, თუმცა, არ
გამორიცხავენ, რომ ცეცხლის გაჩენის სხვა მიზეზი არსებობდეს.
კერძოდ, იქ, სადაც ცეცხლი გაჩნდა, ხშირ შემთხვევაში, მოზარდები
იკრიბებიან. ერთ-ერთი ვერსიით, სიგარეტის ნამწვი დააგდეს.
ადგილზე პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ და გამოძიება
დაიწყეს.
კორპუსის პირველ სართულზე აფთიაქი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები,
ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებია განთავსებული.
სტატიის გამოყენების პირობები