ახალი ამბები
გორში წმინდაწყლის ბაზართან მოძრაობის მიმართულება დროებით შეიცვლება
გორში ახალი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის მიმართლება დროებით შეიცვლება.

ამის შესახებ გორის მერიის ტრანსპორტის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმსჯელეს.

საქმე ეხება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გორის მერია ახალ ბაზრის გასწვრივ არსებულ, მისასვლელი გზის რეაბილიტაციას გეგმავს.



,,მოგეხსენებათ, რომ ვგეგმავთ ამ ქუჩის მოასფალტებას. ამიტომ, საპატრულო პოლიციასთან ერთად ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, როგორი იქნება მოძრაობა'' - გვითხრა ტრანსპორტის განყოფილების წარმომადეგენელმა არჩილ კაჯილაშვილმა.

რაც შეეხება გზას, ეს ახალი გზა 2013 წელს გააკეთეს და ასფალტიც დააგეს. თუმცა, საგზაო სამოსი იმავე წელს დაზიანდა. მას შემდეგ 9 წელია მერია ორმოულებს ავსებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები