ახალი ამბები
ხაშურში ორი კორპუსის მდგომარეობა კრიტიკულია - ექსპერეტიზის დასკვნა
ხაშურში ორი კორპუსის მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია. ამის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნები 2022 წლის მაისიდან ივლისამდე მოამზადა.

ორივე დოკუმენტი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ცნობილია. ეს დოკუმენტი ჩვენც მოგვაწოდეს.

როგორც ცნობილია, ქალაქ ხაშურში, განახებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტაცია უარდება ქალაქის ცენტრში არსებულ კორპუსებს.



თმცა, თევდორე მღვდლისა და ოქტომბრის ქუჩაზე მცხოვრებლები კორპუსების რეაბილიტაციას დიდი ხანია ითხოვენ.

თევდორე მღვლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ექსპერტიზის დასკვნაში წერია:

,,დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით დაზიანებები ძირითადად მეორე ხარისხისაა და გამოწვეულია ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით, ასაკობრივი ცვეთით და ტექნიკური მოუვლელობით. აღნიშნულ ხარისხში დაზიანებული შენობები ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის აუცილებელია აღდგენა - გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება.'' - აღინულია დასკვნით ნაწილში.

ორივე კორპუსი 1965 წელს არის აშენებული.



Print

სტატიის გამოყენების პირობები