ახალი ამბები
გორში ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მამაკაცს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მამაკაცს, რომელმაც ნაცნობს დანა სახისა და ტანის არეში რამდენიმე ჭრილობა დანით მიაყენა, 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ამ გადაწყვეტილებით გორის პროკურატურის პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი უკმაყოფილო დარჩა, რადგან მისი აზრით სასჯელი მსუბუქია.

საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა 2022 წლის 1 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება მოითხოვა. თუმცა უშედეგოდ.

სასამართლომ მას განუმარტა, რომ ბრალდებულს დამატებით 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა, რომელიც ჩაეთვლება პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

საქმე ეხება პანდემიის დროს, ღამის საათებში, ბარაკებში მომხდარ ფაქტს.

პროკურატურის განმარტებით, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, შურისძიების მოტივით, ბრალდებულმა მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე განზრახ დაარტყა ხელთ ნაქონი დანა თავის, სახისა და ტანის არეში, რითაც მიაყენა მრავალი ჭრილობა. ბრალდებულმა ვერ შეძლო განზარხვის სისრულეში მოყვანა, რადგან დაჭრილ პიროვნებას საავადმყოფოში გაწეული დროული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები