ახალი ამბები
შინდი ათეულში კვლავ ვერ მოხვდა - ხილის წარმოების სტატისტიკა შიდა ქართლში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, შიდა ქართლში ხილის წარმოების კუთხით, კვლავ, ვაშლი და ყურძენი ლიდერობს.

ჩამონათვალში, რომელიც სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა, შინდი კვლავ არ შედის. შინდი ათეულში ჯერ ვერ მოხვდა.

შიდა ქართლში კვლავ ვაშლი ლიდერობს. სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2021 წელს რეგიონში აწარმოეს:

- ვაშლი, 58 000 ტონა
- ყურძენი, 18400 ტონა
- მსხალი, 3400 ტონა
- ქლიავი, ჭანჭური, ღოღნეშო 7300 ტონა.
- ბალი და ალუბალი, 4600 ტონა
- ატამი და ვაშლატამა, 6900 ტონა
- ტყემალი, ალუჩა 1300 ტონა
- კაკალი 800 ტონა
- თხილი 100 ტონა
Print

სტატიის გამოყენების პირობები