ახალი ამბები
პაატა გულიაშვილმა მოატყუა ზაზა გულიაშვილი
იუმორისტი და მომღერალი პაატა გულიაშვილი ქარელის მერს ზაზა გულიაშვილს არწმუნებდა, რომ მისი კონცერტის ჩატარება აუცილებელი იყო, რადგან მასთან ერთად მონაწილეობას იღებს მსახიობი ედმონდ მინაშვილი.

ედმონდ მინაშვილი პროექტ ,,შინდისის გმირების'' ხელმძღვანელია. 

ჩვენ ხელთ ჩაგვივრდა წერილი, რომელიც პაატა გულიაშვილმა ზაზა გულიაშვილს მისწერა.

,,მე, პაატა გულიაშვილი და ედმონდ მინაშვილი რეგიონებში ვატარებთ კულტურულ ღონისძიებებს, რომელიც გაჯერებულია სიმღერებით და იუმორით. თქვენი თანხმობის შემთხვევაში 2022 წლის 21 აგვისტოს ჩავატარებთ ზემოაღნიშნულ კულტურულ ღონისძიებას - „პაატა გულიაშვილი და ედმონდ მინაშვილის კონცერტი რეგიონებში“. ჩვენი ხელზე ასაღები ჰონორარი შეადგენს 3000 ლარს. იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების.''- აღნიშნა პაატა გულიაშვილმა.



ქარელის მერმა პაატა გულიაშვილის წერილი განსახილველად კულტურისა და სპორტის სამსახურს დააწერა, რომელსაც მირზა ხაბარელი ხელმძღვანელობს დროებით. ხაბარელმა წაიკითხა პაატა გულიაშვილის წერილი, დარწმუნდა იმაში, რომ პაატა გულიაშვილი წარმოდგენილი იქნებოდა ედმონდ მინაშვილთან ერთად და ზაზა გულიაშვილს აცნობა: აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოხსენებით ბარათში ხაბარელი მინაშვილს იხენიებს მინაძედ:


''ბატონო ზაზა, მოგახსენებთ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია საქართველოში კარგად ცნობილი , იუმორისტისა და მომღერლის პაატა გულიაშვილის განცხდება, ჩვენს მუნიციპალიტეტში კულტურული ღონისძიების ჩატარების თაობაზე; აღსანიშნავია, რომ პაატა გულიაშვილი , რომელიც კარგა ხანია რეგიონებში ედმონდ მინაძესთან ერთად წარადგენს მეტად საინტერესო საკონცერტო ნომრებს თავისი პროგრამიდან გაჯერებულია იუმორით და სიმღერებით. მიზანშეწონილად მიმაჩნია აღნიშნული ღონისძიების ჩატარება ქარელის მუნიციპალიტეტშიც. გთხოვთ აღნიშნული ღონისძიებისათვის საჭირო თანხა 3827 ლარი გამოგვიყოთ კულტურული პროგრამის ღონისძიებების სხვა ინიციატივებიდან.''



საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ პაატა გულიაშვილი ქარელსა და გორში ედმონდ მინაშვილის გარეშე იმყოფებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები