ახალი ამბები
ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის პროექტში რამდენიმე კომლი არაა გათვალისწინებული
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის პროექტი ხარვეზებით მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

პროექტი 19 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღეის მდგომარეობით კასპის მერიას შესრულებული სამუშაოები ჯერ არ ჩაუბარებია.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ გვიანდება ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის პროექტი? როგორც კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, გაზრდილია სამუშაოების მოცულობა, რადგან პროექტის შედგენის დროს, რამდენიმე კომლი იყო გამოტოვებული.

პროექტი შეადგინა შპს ,,ოპტიმამ'.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი იმასაც უხსნის მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, რომ მოსახლეობა გადათხრილი გზების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას, ანუ მოხრეშვას ითხოვს. გზის მოხრეშვაც არ ყოფილა პროექტით გათვალისწინებული.

ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის პროექტს კომპანია ,,ჯითიჰოლდინგი'' ასრულებს 200 000 ლარად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები