ახალი ამბები
გორის მერიამ 1 ტონა ნარჩენის დაყრის ფაქტზე მოქალაქე ამხილა
გორის მერიამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ მოქალაქე დაჯარიმდეს 1000 ლარით.

ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ამხილეს პიროვნება, რომელმაც გარემო ტონა ნარჩენით დააბინძურა.

კერძოდ, საუბარია ნარჩენების მართვის კოდექსის 38-ე მუხლის მერველ ნაწილის დარღვევაზე.

კოდექსის მიხედვით, ტონაზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

მოქალაქე ამტკიცებდა, რომ ნარჩენი მისი და არა რომელიმე კომპანიის საკუთარება იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები