ურმით შეშის ჩამოტანა 2 ათას ლარიანი ჯარიმით დასრულდა
09:59 / 22.02.2016
მანძულაშვილების ოჯახს, ტყიდან ურმით შეშის ჩამოტანის გამო, 2 ათასი
ლარით დააჯარიმეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის რაიონის სოფელ
სამთავისში მცხოვრებმა ოლია მანძულაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სოციალური სიდუხჭირისა და გაჭირვების გამო, შვილმა ვირის
ურმით შეშა მიმდებარე ტერიტორიიდან მოზიდა. გარემოს დაცვის
სამინისტროს თანამშრომლებმა კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
სამთავისის ტერიტორიულ თემს გამყოხი ხაზის სოფლები ესაზღვრება. ეს
სოფლები კი, ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის კონტროლირებული ტყეებითაა
გარშემორტყმული.
ოლია მანძულაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი საქართველოს ხელისუფლების
კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
სტატიის გამოყენების პირობები