ახალი ამბები
,,ქარელის დღე'' 5 ნოემბერს აღინიშნება - ,,ღამის შოუს ბენდი'' 17 000 ლარს მიიღებს
ქარელის დღე 5 ნოემბერს აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერის კულტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ თურქაძე ავრცელებს.

მან თავის მოხსენებით ბარათში ქარელის მერს აცნობა, რომ მიწვეული იქნება ტელეკომპანია ,,იმედის'' ღამის შოუს ბენდი - გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით.

თურქაძემ ქარელის მერს სთხოვა, რომ ბენდის მომსახურებისთვის 17 000 ლარი გამოიყოს.

ქარელობა ბოლო ორი წელია აღარ ტარდებოდა პანდემიის გამო.

შიდა ქართლში დანარჩენ ქალაქებში სადღესასწაულო დღეები - გორის დღეები, ხაშურქალაქობა და კასპობა 23 ოქტომბერს აღინიშნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები