ახალი ამბები
ხაშურის ,,ივერიის'' სტადიონზე სამედიცინო ოთახისთვის საჭირო ავეჯი ისევ არაა შეძენილი
ხაშურში ახალი სტადიონი 2022 წლის მაისში გაიხსნა. მიუხედავად ამისა, გახსნიდან 5 თვის შემდეგ, ადმინისტრაცია ავეჯით არაა მომარაგებული.

უფრო მეტიც. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნით, არაა შეძენელი სამედიცინო ოთახისთვის საჭირო მასალა - კერძოდ, სტადიონს არ გააჩნია სამედიცინო საწოლი.

ამავე აქტის მიხედვით, არ შეუძენიათ ექიმის ოთახისთვის ოთახის ტუმბო.

როგორც ირკვევა, 2022 წლის მაისს ხაშურის მერიამ ერთ-ერთ ინდმეწარმესთან დადო ხელშეკრულება, რომლის იხედვით 30 დღის განმავლობაში უნდა მიეწოდებინათ 50 000 ლარის ღირებულების ავეჯი.

ჩამონათვალში შედის როგორც სამედიცინო ოთახისთვის საჭირო ნივთები, ასევე დირექტორის კაბინეტისთვის საჭირო ავეჯი.

პირველ ეტაპზე შეძენილია დირექტორის ოთახის მაგიდა და სავარძლები, ხოლო სამედიცინო ოთახი ავეჯის გარეშეა დარჩენილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები