ახალი ამბები
,,გამყოფი ხაზი" ქვემო ჭალასა და საკორინთლოს შორის
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების, საკორინთლოსა და ახაშენამდე მისასვლელი გზის მოასფალტება ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ამოიღეს.

ამის გამო ქვემო ჭალის ტერიტორიული თემის წარმომადგენელმა ნუგზარ საჩალელმა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამგეობის მისამართით უკმაყოფილება გამოთქვა.

საჩალელს სხვა სოფლების წარმომადგენლებმაც აუბეს მხარი, ოღონდ საკუთარი სოფლების სასარგებლოდ. განსაკუთრებით გომის ტერიტორიულ თემში მცხოვრებთა არჩეული ალექსანდრე ბიძინაშვილი აქტიურობდა.

ბიძინაშვილს ვერ წარმოუდგენია ის ფაქტი, რომ რეგიონალური განვითარების პროექტების ნუსხიდან ქვემო გომის გზა ამოიღეს და წინარეხის გზა ჩასვეს. წინარეხის გზა ქვათახევის სამონასტრო კომპლექს უკავშირდა.

სხვადასხვა სოფლების წარმომადგენლების უკმაყოფილებას ის გარემოება იწვევს, რომ ზემოხსენებული ფონდიდან გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი ქალაქ კასპის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის იხარჯება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები