ახალი ამბები
გორში გაიმართება ფილმის ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში'' ჩვენება
გორში. ქართველი მწერლის და რეჟისორის ბესო სოლომანაშვილის ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ ჩვენება გაიმართება.

დაინტერესებულ პირებს 5 ნოემბერს, 12 საათზე, ISFED- ის რეგიონული ოფისში, სუხიშვილის #1-ში ეპატიჟებიან.

ფილმი გადაღებულია თამარ ფხაკაძის მოთხრობის მიხედვით. სცენარის ავტორები: ბესო და ირაკლი სოლომანაშვილები. მთავარ როლში: დუტა სხირტლაძე. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დებატები ოკუპაციის თემაზე. ფილმის ჩვენებას დაესწრება რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი.

შეხვედრა გაიმართება ISFED -ის და CENN -ის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის სოციალური მეწარმეობის და ინოვაციების მხარდამჭერი მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში .

მრჩეველთა საბჭო შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის (EU4Youth) სოციალურიმეწარმეობის ეკოსისტემების განვითარება ( SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში. პროექტს ანხორციელებს CENN-ი .
Print

სტატიის გამოყენების პირობები