საპოლიციო კონტროლის შედეგად, სისხლის სამართლის 101 და
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოვლინდა.
ორდღიანი რეიდების შედეგების შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციო
ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურმა მიაწოდა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს
ტერიტორიული დანაყოფების მიერ, 2016 წლის 18-19 თებერვალს
განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგად, დაკავებულ იქნა 3
ძებნილი პირი და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი, რუსეთის ფედერაციის 1
მოქალაქე. გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაულის 101 ფაქტი, მათ
შორის:
1. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების
20 ფაქტი.
2. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის 15 ფაქტი.
3. ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების 24 ფაქტი.
4. ქურდობის 28 ფაქტი;
სამართალდამცველებმა გამოავლინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
769 ფაქტი, მათ შორის:
1. ნარკოტიკების უკანონო მოხმარების 71 ფაქტი.
2. წვრილმანი ხულიგნობის 7 ფაქტი.
3. დაუმორჩილებლობა/წვრილმანი ხულიგნობის 38 ფაქტი.
4.ცივი იარაღის ტარების 34 ფაქტი.
5.საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის სმის 30 ფაქტი.
სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის 589 ფაქტი. სამართალდამცველებმა,
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 4 ავტომატი, 1 შაშხანა, გადაჭრილი
სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4 კაფსულ-დეტონატორი და
სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს.
ასევე, ამოღებულია 73 აბი „სუბუტექსი“, 1 შეკვრა „ბუპრენორფინი“, 5
შეკვრა „ბიო“, 6 აბი და აბის ნატეხი „სუბოქსინი“, 3 გრამი ჰეროინი, 2
შეკვრა მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა. შედეგად, სისხლის
სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა 37 პირი.
სტატიის გამოყენების პირობები