ახალი ამბები
სოფელი სარიბარი და დომენტი გიგოლაშვილი


დომენტი გიგოლაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ სარიბაში ცხოვრობს.

ის კიდევ ერთი გმირია, რომელიც ამ სოფელში ჩავწერეთ.

,,აქ გავიზარდე. ვცხოვრობდით ღრომის თავზე და გადმოგვასახლეს მერე აქ, გადმოცემით რა. გადასახადები იყო - კვერცხი უნდა ჩაგებარებინა, მატყლი; რაც ჰქონდა ოჯახს საშუალება, იმას იხდიდნენ. ხო და ტყის ნაპირზე ცხოვრობდნენ და არ იხდიდნენ. არ იხდიდნენ და "აქ რა გინდათო?" და გადმოგვასახლეს მერე და დაგვასახლეს აქ. ცოტა ძუნწი ხალხი იყო და გადასახადებს არ იხდიდნენ და იმიტომ დაარქვეს სარიბარი. "სარიბარი" არის თავისუფლება. თავისუფალი ხარ სულ ყველაფრისგან.'' - გვითხრა დომენტი გიგოლაშვილმა.

სოფელი პირველად ოცდაათი წლის წინ დაცარიელა. ეს ის დრო იყო, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიტი იყო გაჩაღებული:

,,რა ვიცი, ზოგი თავისი ნებით წავიდა, ზოგი... ორჯონიკიძეში წავიდნენ, თუ სად წავიდნენ. ცხოვრობენ რა. იმათ მოეწონათ, მარა მე არ მომეწონა. იქ ბინას მაძლევდნენ, ის იყო ადრე წასული მამიდაჩემი. "მოდი და ნაკვეთსაც მოგცემთ და სახლსაც მოგცემთო" თავისებს უთხრა, რო - "დომენტა დასახლ დეს აქაო". გამეცინა და მე ვუთხარი - "ეს სახლიც თქვენი იყოს და მიწაც."

დომენტი იხსენებს, რომ ჩრდილოეთ ოსეთში ზოგი ცუდად გახდა, მაგალითად ძმა, წავიდა და იქ გარდაიცვალა.

,,სოფელში რაღა დავრჩით, ერთი რვა. კუდუხაშვილები არიან, ვალიშვილები, სხვები ვინ, მეტი წილი არიან ჯიგოლათა, იწერებიან გიგოლაშვილები, მეტი წილი. ეს თვითდინებით რო მოდის, ეს შარშან გააკეთეს. მოსავალი? თითი რომ დაგედო, თითი, ადგილი არ იყო. ექვსი ჰექტარი ბალი იყო, ბალი. დანარჩენი იყო სულ - ქლიავი, ვაშლი, ატამი... რა ვიცი, რა არ იყო რა. ცხინვალიდან წყალი მოდიოდა, ეგ დაგვიკეტეს, ეგ ძალიან ძნელია...''


Print

სტატიის გამოყენების პირობები