ახალი ამბები
თბილისი-გორის ტაქსის მძღოლმა პოლიცია გამოიძახა - ორმა ახალგაზრდამ მას თანხა არ გადაუხადა
თბილისი-გორის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა პოლიცია გამოიძახა მას შემდეგ, როდესაც მას თანხა ორმა ახალგაზრდამ არ გადაუხადა.

შეტყობინების შემდეგ გორის შს სამმართველოს ორი ეკიპაჟი, ასევე სამმართველოს მაღალჩინოსნები ადგილზე მივიდნენ.

კომბინატის კულტურის სახლის ეზოში პოლიციამ რამდენიმე საათის განმავლობაში ორივე ახალგაზრდა სხვადასხვა მანქანაში ,,დააკავა'.

ტაქსის მძღოლი კი რეაგირებას / თანხის გადახდას / ელოდებოდა.

როგორც პოლიციის თანამშრომლებმა გვითხრეს, ახალგაზრდა ბიჭები მათი ახლობლები იყვნენ და პიკაპით ,,სახლში დაარიგებს''.
Print

სტატიის გამოყენების პირობები