ახალი ამბები
მოულოდნელად გაითიშა გათბობა ხაშურის IX სკოლაში
2022 წლის 27 ოქტომბერს ხაშურის მე-9 საჯარო სკოლაში გათბობის სისტემა გაითიშა ავარიულად.

სკოლის ადმინისტრაციამ სისტემის დიაგნოსტირება მოახდინა.

დაადგინა, რომ საჭირო იყო 12 843 ლარი. სისტემის რეაბილიტაციისათვის დამატებითი მიზნობრივი ფინანსების გამოთხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.

რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის 12 843 ლარი სკოლის ანგარიშზე ჩარიცხვა განხორციელდა 15 ნოემბერს.

როგორც სკოლის ადმინისტრაცია იტყობინება, გათბობის სისტემა აღდგება 1 დეკემბრამდა.

,,499 მოსწავლე ვერ ახორციელებს განათლების მიღებას და სკოლის 50 თანამშრომელი ვერ ახორციელებს შრომით საქმიანობას. სკოლის გათბობის სისტემა 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და ყოველი სეზონის დროს მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით, აღნიშნული დროისათვის კი სისტემა მოულოდნელად გამოვიდა მწყობრიდან, რომლის დიაგნოსტირება წინასწარ ვერ იქნა გათვლილი, რადგან სისტემა გათიშვამდე მწყობრში იყო და შეუფერხებლად მუშაობდა.'' - აღნიშნავენ მე-9 სკოლაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები