ახალი ამბები
გორის მერიას მოსთხოვეს, რომ ევროპის საკლუბო ჩემპიონატისთვის 20 000 ლარი გამოყოს
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ გორის მერიას სთხოვა, რომ ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში დახმარება აღმოუჩინოს.

ამის შესახებ წერილი მერიაში 2022 წლის 10 ნოემბერს მიიღეს. ტურინირი კი 26 ნოემბერს ტარდება.

მერიის სპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო თანაორგანიზატორად გამოცხადება; უფრო მეტიც, ისინი ასეთ თანამონაწილეობას არ ელოდნენ.

ტურნირში, რომელიც ძიუდოს კლუბებს შორის იმართება, გორის მერიის კლუბი ,,გოლდენ გორი'' მონაწილეობს. სპორტის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ თანაორგანიზატორობისთვის 20 000 ლარი ჭირდებათ.

სააგენტოს დირექტორმა გიორგი პურიჭამიაშვილმა დახამრებისთვის გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მიმართა.

გორის მერმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე გორის მერიის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი დაიხარჯება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები