ახალი ამბები
ანდრო ბარნოვის განცხადებით, წედისში გაზი არჩევნების წინ ჩაირთვება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წედისსა და ბნავისში გაზიფიცირების სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დასრულდა.

მიუხედავად ამისა, სოფლების მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ანდრო ბარნოვის განცხადებით, აღნიშნულ სოფლებში ხელისუფლება გაზის მიწოდებას არჩევნების წინ, 2024 წელს აპირებს.



მისი თქმით, ეს ინფორმაცია იმ პირებისგან მიიღო, რომლებსაც ურთიერთობა გაზის კომპანიასთან და ხელისუფლებასთან აქვთ.

ჩვენ მოვიძიეთ დოკუმენტაცია, თუ როდის დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები. ექსპერტიზის პასუხი 2021 წლის 18 თებერვალს გახდა ცნობილი. ექსპერტიზის შედეგად, გაზის კომპანიას მისცეს რეკომენდაცია, რომ სისტემა ექსპლოატაციისთვის მზადაა/

ანდრო ბარნოვს სოფელ წედისში მარანი აქვს და შესაბამისად დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე ჰქონდეს ამ სოფლებს გაზი.

ამის პარალელურად, სოფლის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, რადგან ვერ ახერხებენ შეშით მომარაგებას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები