ახალი ამბები
გორის ,,რექვიემი'' აღდგება - მერია ახალ ხმლებსა და ხელის მტევნებს გამოძერწავს
გორის მერია ქართველ მებრძოლთა მემორიალის აღდგენას გეგმავს. ამ მიზნით 35 ათასი ლარი გამოიყო ხელის სამი მტევანისა და ორი ხმლის გამოძერწვისთვის.

როგორც მერიაში აცხადებენ, ხელის მტევნები და ხმლები გამოიძერწება თიხით.

,,გათვალისწინებულია ასევე ბრინჯაოში ჩამოსხმა, დამუშავება, დაჟანგვა და მონტაჟი. მემორიალის სხვა ყველა დეტალის საფუძვლიანი გამაგრება (შედუღება).'' - აღნიშნულია საპროექტო დოკუმენტაციაში.

გმირთა მემორიალი რამდენიმე თვის წინ გაქურდეს. პოლიციამ ქურდებს ვერ მიაგნო.

"ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი" — სკულპტურული კომპლექსი საქართველოში, ქალაქ გორში. მდებარეობს გორის ციხის ძირში. შედგება წრიულად ქვის ბლოკებზე მჯდარი 8 მებრძოლის ქანდაკებისაგან. ავტორი — მოქანდაკე გოგი ოჩიაური. შეიქმნა 1981–1985 წლებში. ეწოდა "რექვიემი". თავდაპირველად განთავსდა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის გარშემო (მოპირდაპირედ, 4–4). 2009 წელს მოხდა მემორიალის გორში გადატანა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები