ახალი ამბები
თრუსო - ნასოფლარების მხარე
თრუსოს ხეობა კავკასიონის მთავარ ქედსა და ხოხის ქედს შორის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ჩრდილოეთით რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ავტონომიურ რესპუბლიკას - ჩრდილოეთ ოსეთს ესაზღვრება.

2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად, ხეობაში შემავალ 19 სოფელში ჯამში 29 ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა, მათი უმეტესობაც მხოლოდ სეზონურად რჩება ხეობაში.

ზამთარი თრუსოში მკაცრი და თოვლიანია. აცივდება თუ არა, ხეობა ყრუდ იკეტება. ბევრ სოფელში დღემდე არ არის შუქი და გაზი და სხვა თანამედროვე კომუნიკაციები. ზოგ სოფელში ისეთი გზაა, რომ მანქანა ზაფხულშიც ვერ მიდის და ერთადერთი ტრანსპორტი ცხენია.

ზაფხულობით ხეობაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან მოხევეები ჩამოდიან - ჩამოჰყავთ ცხვარი, საქონელი, რომ აქაური ალპური ზონის ნოყიერი ბალახი მოაძოვონ.

რამდენიმე წლის წინ თრუსოს ხეობის სოფლები უმეტესად ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული. როგორც ოსები ჰყვებიან, 65 ოსური გვარის სამშობლო სწორედ თრუსოა.

აქ დღემდეა შემორჩენილი ოსური სალოცავები, საგვარეულო კოშკები, საფლავები. აქაურ სოფლებს ორ-ორი სახელი აქვს - ქართველები სხვას ეძახიან, ოსები - სხვას.

ქართველებიც და ოსებიც, ძველ ცხოვრებას ნოსტალგიით იხსენებენ. ამბობენ, რომ კონფლიქტი და გასაყოფი არაფერი ჰქონდათ, იქმნებოდა შერეული ოჯახები.

წაიკითეთ მასალა უფრო ვრცლად Jam-news-ის ვებ-გვერდზე, ქვემოთ მითითებულ ლინკზე, სადაც იხილავთ ასევე ვიდეოსა და ფოტომასალებს:

თრუსო - ნასოფლარების მხარე



Print

სტატიის გამოყენების პირობები