ახალი ამბები
,,გეპატიჟებით ძიუდოს ქალაქში'' - ევროპის საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღე დარჩა
3 დღე დარჩა იმ ტურნირამდე, რომლის დაწყება 2022 წლის 26 ნოემბერს იგეგმება.

გორი უმასპინძლებს ევროპის საკლუბო ჩემპიონატს. ლიგა შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას ეძღვნება.

ჩემპიონატი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება. მასში, ევროპის უძლიერესი ძიუდოს კლუბები (კაცთა და ქალთა კლუბები) მიიღებენ მონაწილეობას.

,,ევროპის სხვადასხვა კლუბების შემადგენლობაში ვიხილავთ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს, დიდი ტურნირების გამარჯვებულებს.'' - აღნიშნულია გორის მერიის სპორტის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოდან შეჯიბრებაზე სამი კლუბი იასპარეზებს:

,,გოლდენ გორი" (გორი); ,,მებრძოლი" (თბილისი); "არეა" (თბილისი)

დასწრება თავისუფალია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები