ახალი ამბები
ყინწვისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში სახლი დაიწვა.

ოჯახი სოციალურად დაუცველია, მის დასახმარებლად კი საკრებულოს წევრებმა თანხა შეაგროვეს.

კომპანიის მიღებამდე, ოჯახის წევრებს მინიმალური თანხაც კი აღარრ გააჩნდათ.



ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯემალ შუბითიძემ შეგროვებული თანხა ყინწვისში ჩაიტანა.

ინფორმაციას ქარელის საკრებულოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

რაც შეეხება ზარალის ოდენობას, საკითხს ქარელის მერიაში სწავლობენ. დებულების მიხედვით, ქარელის ბიუჯეტიდან ხანძრის შედეგად მიყენეული ზარალის 40% ნაზღაურდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები