ახალი ამბები
გორის მე-3 სკოლის სამეურვეო საბჭომ ძალაში დატოვა დირექტორის ბრძანება
გორის მესამე საჯარო სკოლის სამეურვეომ საბჭომ ძალაში დატოვა დირექტორის ბრძანება.

ამ ბრძანებით სპორტის მასწავლებელი თეა კეჩხუაშვილი სკოლიდანაა გათავისუფლებული.

სამეურვეო საბჭოს წევრებმა დღეს 2 საათზე მეტხანს იმსჯელეს. ჯერ სკოლის დირექტორს მოუსმინეს. შემდეგ სადისციპლინო კომისიის წევრები გამოკითხეს.

საბოლოოდ კი მათი პოზიცია გაიზიარეს.

დასაბუთებული გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. სხდომა დახურული იყო.

საქმის განხილვა სასამართლოში გადაინაცვლებს.

იხ. უფრო ვრცლად

გორის III სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სამეურვეო საბჭოს მიმართა
Print

სტატიის გამოყენების პირობები