ახალი ამბები
მიშა არ იყო? სიბნელიდან რომ გამოგვიყვანა?" - სააკაშვილის მხარდამჭერები გორიდან
დღეს 3 დეკემბერს თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად აქცია იმართება.

აქციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციიდანაც უერთდებიან.

,,მიშა არ იყო, საქართველო რომ სიბნელიდან გამოიყვანა? მიშა არ იყო? საქართველო რომ ჭაობიდან ამოიყვანა? მიშა არ იყო? ის უნდა გადარჩეს'' - აღნიშნავენ ადგილობრივ ორგანიზაციაში.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადასარჩენია; სასჯელისაგან სრულ გათავისუფლებას ან გადავადებას ითხოვს. 

სააკაშვილი ,,ვივა მედის'' კლინიკაში მკურნალობს. მას პატიმრობა აქვს შეფარდებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები