ახალი ამბები
,,მინდა, რომ მალე გქონდეთ საუკეთესო სამუზეუმო შენობა'' - დათო ტურაშვილი ხაშურში
,,მადლობა ამ სიყვარულისთვის - აქ ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვგრძნობ არა მხოლოდ ამ ქალაქის წარსულისადმი. მინდა, რომ მალე გქონდეთ საუკეთესო სამუზეუმო შენობა, რომ ამ უნიკალური ნივთების გამოფენა სრულად შეძლოთ.'' - ასეთი შინაარსის წერილი დაწერა მწერალმა დათო ტურაშვილმა ხაშურის მუზეუმის სამახსოვრო წიგნში.

ამავე წერილში მწერალი ფიროსმანის სავარაუდო ფოტოსაც შეეხო, რომელიც მუზეუმმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა:

,,რაც შეეხება ფიროსმანის ახალ ფოტოს - სად უნდა აღმოჩენილიყო ფიროსმანი (კიდევ ერთხელ), თუ არა ხაშურში...'' - წერს მწერალი დათო ტურაშვილი მუზეუმის სამახსოვრო წიგნში.

მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, 2 დეკემბერს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ: მწერალი დათო ტურაშვილი, თეატრმცოდნე მამუკა ბიჭაშვილი, მწერალი რევაზ აფხაზავა და კახა არაბიძე.



,,პატივცემული სტუმრები გაეცნენ მუზეუმის გამოფენებს, დაინტერესდნენ მნიშვნელოვანი ექსპონატებით და სამუზეუმო ღონისძიებებით. მათი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ნიკო ფიროსმანის ხაშურში ცხოვრების პერიოდში გადაღებულმა სავარაუდო ფოტოსურათმა. სტუმრებმა მუზეუმის შთაბეჭდილებათა წიგნში გააკეთეს სამახსოვრო ჩანაწერი.'' - აღნიშნულია მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები