ახალი ამბები
მედიის ცნობით, გორში ტედი რინერის დამარცხება არ აღიარა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ
მედიის ცნობით, გურამ თუშიშვილს, ლეგენდარული ტედი რინერის წინააღმდეგ გამარჯვება გაუუქმეს.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ფრანგულმა გამოცემამ გაავრცელა.

ფაქტთამ დაკავშირებით, საქათველოს ძიუდოს ფედერაციას კომენტარი არ გაუკეთებია. განცხადებაში ვკითხულობთ:

"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო

ძიუდოს საერთაშორისო ორგანიზაციის სამსაჯო კომიტეტი თვალს ადევნებს მსაჯების ქმედებებს არამხოლოდ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტურნირებში, არამედ იმ ტურნირებში რომლებიც იმართება ორგანიზაციის კონტინენტური წარმომადგენლობების მიერ.

ქალაქ გორში, ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, 26 ნოემბერს ჩატარებულ შეხვედრაში აშკარა სამსაჯო შეცდომა გამოვლინდა. ევროპის ძიუდოს ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელთან ალექსანდრ იაცკევიჩთან კონსულტაციის შემდეგ, დადგინდა რომ ასეთი შეცდომა არ იქნება მიღებული.

IJF-ს სამსაჯო წესების მე-13 მუხლის თანახმად "გამონაკლის შემთხვევებში გადაწყვეტილება მიიღება ijf-ს სუპერვაიზერების, სამსაჯო კომისიის წევრებისა და სპეციალური კომისიის მიერ".

IJF-ს სამსაჯო კომისიამ დაადგინა რომ გამონაკლისი შემთხვევის სახით გურამ თუშიშვილის ვაზარი გაუქმებულია და იგი დასჯილია ჰანსოკუ მაკეთი. გადაწყვეტილება "მებრძოლი თბილისის" მიერ დაფიქსირებულ საბოლოო შედეგზე არ იქნება ასახული".

ჰანსოკუ-მაკე - ჩახვეული ფეხით ბრუნის შესრულებისთვის სპორტსმენი იხსნება შეჯიბრიდან 



ონტინენტის მთავარი საკლუბო შეჯიბრება ძიუდოში - ევროპის ჩემპიონთა ლიგა, საქართველოში პირველად ჩატარდა და მას გორმა უმასპინძლა.

ჩემპიონატზე სამი ქართული კლუბი ასპარეზობდა. მათ შორის გორის კლუბი "გოლდენ გორი", რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრების ორგანიზატორები იყვნენ ევროპის ძიუდოს კავშირი, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, გორის მუნიციპალიტეტის მერია და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები