ახალი ამბები
ხაშურში 26 შშმ პირს დასაქმება სურს - ერთი მათგანი თანაშემწედ ბუღალტერს მიჰყავს
ხაშურის მუნიციპალიტეტში 26 შშმ პირს დასაქმება სურს.

ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოება ,,ბილიკის'' მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობას ეხებოდა, მერიისა და საკრებულოს სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელმა ნინო სუხიაშვილმა გააჟღერა.

მისი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი მასშტაბით, მიმდინარეობს შშმ პირთა რეგისტრაცია. ახალი მონაცემთა ბაზის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ შშმ პირები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა, განათლება, უნარები, პროფესია გააჩნია.

მათ რაოდენობა ამ ეტაპზე 26-ია. აქედან ხაშურში ცხოვრობს 6, წრომში - 5; ოსიაურში - 2; ყველაზე დიდ დასახლებაში, სურამში - 1; დანარჩენი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე.

ამავე შეხვედრაზე ცნობილი ხდება, რომ საკრებულოს ერთ-ერთი თანამშრომელი მზადაა, რომ პროფესიით ბუღალტერი ადამიანი თავის სამსახურში დაასაქმოს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები