ახალი ამბები
,,არ მინდა საუბარი.. ვემზადები პარიზის ოლიმპიადისთვის'' - ტედი რინერი გორის ინციდენტზე
ფრანგული გამოცემის ცნობით, მსოფლიოში ცნობილი ძიუდოისტი ტედი რინერი კვლავ დაუმარცხებელია.

ძიუდოს ფედერაციამ გააუქმა მისი მარცხი გორში, რომელიც 26 ნოემბერს დაფიქსირდა.

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის ცნობით, ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მსაჯებმა უპატიებელი შეცდომა დაუშვეს. კერძოდ, ქართველმა ძიუდოისტმა თუშიშვილმა ტედი რინერის წინააღმდეგ აკრძალული ილეთი გამოიყენა:

"არ მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ მან ჩახვეული ფეხის ილეთი გამოიყენა, რაც აკრძალულია, გაარკვიეს, რომ ეს იყო ჰანსოკუ-მაკე. რაც მოხდა, მოხდა, ეს საშუალებას მაძლევს ვიცოდე, რა გამომრჩა, რომ უკეთესად მოვემზადო პარიზის ოლიმპიადისთვის" - განუცხადა ტედი რინერმა ფრანგ ჟურნალისტს

ძიუდოს წესების მიხედვით, ჰანსოკუ-მაკე ნიშნავს იმას, რომ ჩახვეული ფეხით ბრუნის შესრულებისთვის სპორტსმენი იხსნება შეჯიბრიდან. მართლაც, თუშიშვილს დისკვალიფიკაცია მისცეს.

ტედი რინერმა 26 ნოემბერს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. ამ ჩემპიონატზე ჩემპიონი გახდა ქართული კლუბი ,,მებრძოლი''.

საკლუბო ჩემპიონატისთვის გორის ბიუჯეტიდან 60 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები