ახალი ამბები
გორი-ქარელის გზაზე ნაპოვნ შველს ქვედა ყბის ოპერაცია გაუკეთეს
ქარელის გზაზე ნაპოვნ შველს ქვედა ყბის ოპერაცია გაუკეთეს.

თბილისის ზოოპარკის ექიმის სანდრო ბაგათელიას განცხადებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. შველს ოპერაცია ორთოპერდ-ქირორგმა გიორგი ჩხიკვატიამ ჩაუტარა, რომელიც ზოოპარკის ადმინისტრაციამ მიიწვია.

,,პირველადმა კვლევებმა გამოავლინა ქვედა ყბის სხეულის მოტეხილობა. მე-4-ე დღეს დაიგეგმა ოპერაცია, მოვიწვიეთ ჩემი მეგობარი და ვეტერინარი, ორთოპედი ქირურგი გიროგი ჩხიკვატია. ერთიანი ძალებით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჯერ კიდევ წინაა, შველმა დამოუკიდებლად ჭამა უნდა დაიწყოს საბოლოო წარმატებისთვის.'' - აღნიშნავს სანდრო ბაგათელია.

შეგახსენებთ, შველი გორი-ქარელის შემოვლით გზაზე, სოფელ ღვლევის სიახლოვეს გზაზე ნახეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები