ახალი ამბები
ხაშურის მუზეუმში დამთვალიერებლების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

საგამოფენო სივრცეს ყოველდღიურად, უამრავი ადამიანი სტუმრობს. გაიზარდა ასევე სკოლებიდან ბავშვების ვიზიტიც.

მოსწავლეთა გაზრდილი ნაკადით შექმნილი სივიწროვის გამო, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოსწავლეებსა და მშობლებს ბოდიშს.

,,ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს სამუზეუმო გამოფენების მიმართ, თუმცა, ჩვენ გვინდა ბოდიში მოვუხადოთ მათ, ასევე პატივცემულ მშობლებს მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში არსებული სივიწროვის გამო. მადლობა მუზეუმის გიდს, თამარ ტაბატაძეს! ბავშვებო, დიდი მადლობა მუზეუმში სტუმრობის გამო!'' - აღნიშნავენ მუზეუმში.

ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, მუზეუმს მწერალი დათო ტურაშვილი ესტუმრა. მან მუზეუმს ახალი შენობის შეძენა უსურვა.

წინასწარი ინფორმაციით, მუზეუმით დაინტერესება გაიზარდა მას შემდეგ, რაც ხაშურის მუზეუმის თანამშრომლებმა ფოტო იპოვეს, სადაც სავარაუდოდ ნიკო ფიროსმანია გამოსახული. ნიკო ფიროსმანი ახალგაზრდობაში ხაშურის (ყოფილ მიხაილოვოში) რკინიგზაში მუშაობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები