ახალი ამბები
ტყეში დაკარგული მამაკაცი იპოვეს - ზნაურის რაიონი
1-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში დაკარგული მამაკაცი იპოვეს.

დაკარგული იყო ზნაურის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრები მამაკაცი.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.

სააგენტო ,,რესის'' ცნობით, სამძებრო სამუშაოები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

მამაკაცს მკურნალობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოყენებულია თემატური ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები