ახალი ამბები
გამარჯვებული გუნდები გორის რაიონის სკოლებიდან
დღეს, კალათბურთში, გორის რაიონის საჯარო სკოლების გუნდებს შორის ფინალური შეხვედრა გაიმართება.

ერთმანეთს ტყვიავის, ზემო ნიქოზის, ზერტის, პატარა გარეჯვრის, მეჯვრისხევის, და ხელთუბნის სკოლის გუნდები ხვდებიან.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის დიმიტრი გოგიაშვილის განცხადებით, სასკოლო ოლიმპიადა სხვადასხვა სახეობებში ტარდება.

გორის მიუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები წელს აღნიშნულ ოლიმპიადაში პირველად იღებენ მონაწილეობას.

გორის მუნიციპალიტეტის ჩემპიონები უკვე გამოვლენილები არიან სპორტის შემდეგ სახეობებში:

ფრენბურთი - გოგონები მეჯვრისხევის საჯარო სკოლა; ვაჟები ტყვიავის საჯარო სკოლა.

მინიფეხბურთი - ტყვიავის საჯარო სკოლა.

კალათბურთი - გოგონები, პატარა გარეჯვრის სკოლა.

ხელბურთი - გოგონები, ზერტის საჯარო სკოლა; ვაჟები ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა.

მაგიდის ჩოგბურთი - ვაჟები და გოგონები ხელთუბნის საჯარო სკოლა.

,,რამდენიმე სახეობებში გუნდები ჯერჯერობით არ გამოვლენილა. ეს სახეობებია ესტაფეტა გარბენი (გეზრბენი), ბამბიქტონი და მხიარული სტარტები.“ - ამბობს დიმიტრი გოგიაშვილი.

სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას შემდგომში შიდა ქართლის ჩემპიონატზე მიიღებენ, საიდანაც გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებას მიიღებენ.

საქართველოს ჩემპიონობის ტიტულის მოპოვების შემთხვევაში გამარჯვებული გუნდები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაემგზავრება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები