ახალი ამბები
გორის თეატრი მაყურებელს ,,ფიფქია და 7 ჯუჯის'' თანამედროვე ვერსიას სთავაზობს
გორის თეატრი საახალწლო პრემიერაზე ეპატიჟება.

3 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით ,,ფიფქია და 7 ჯუჯის'' თანამედროვე პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი.

ფიფქიას, რომელიც დედინაცვალმა გააგდო სახლიდან, ემიგრაციაში მომვლელებს შორის ეძებენ. პრინცი და ფერიები ჯერ საბერძნეთში, შემდეგ იტალიაში გადავლენ. იქ კვარაცხელიას ფანებსაც გადაეყრებიან; ამერიკაში მექსიკის გავლით გადაიპარებიან, სადაც დააკავებენ კიდეც.
საბოლოოდ, ფიფქია ხაშურის შემოვლით გზაზე მომუშავე 7 მუშის სახლის მომვლელი აღმოჩნდება.

,,ამას მთავრობა არ უყურებს? რაც წარმოადგინეს, ყველაფერი რეალობაა და ცხოვრებაში რეალურად ხდება?'' - ამბობდნენ ბავშვების მშობლები.

ყველასათვის საყვარელი ზღაპრი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა", ძმები გრიმების პიესის მიხედვით, რეჟისორმა ალექსანდრე ელოშვილმა დადგა. სპექტაკლი ორი მოქმედებიანია, გასართობ-შემეცნებითი ანტრაქტით. პატარებისთვის ასევე მოწყობილია დამატებითი სივრცეები ზღაპრის გმირებთან და თოვლის ბაბუასთან შესახვედრად.


Print

სტატიის გამოყენების პირობები