ახალი ამბები
საახალწლო მოგზაურობა გორის სოფლებში


გორის სოფლებში სანტა კლაუსი და და ზღაპრის გმირები მოგზაურობენ.

პროექტის სახელწოდებაა - "ბედნიერი ახალი წელი" გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

საახალწლო განწყობის შესაქმნელად სპეციალური მანქანით მოგზაუბრობენ, საიდანაც ტკბილეულს არიგებენ.

ამ გზით გორის მერია ბავშვებს ახალ წელს ულოცავს, თანაც თითოეულს საკუთარ სოფელში.

პროექტს "ბედნიერი ახალი წელი" სადღესასწაულო ცენტრი ,,დისნეი'' ახორიცელებს გორის მერიასთან ერთად თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები