ახალი ამბები
1-ელი თებერვლიდან სატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება
2023 წლის 1 თებერვლიდან სატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება.

ტექნიკური ინსპექტირების კომპანიები ვალდებული იყვნენ, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე  სატრანსპორტო საშუალებები განმეორებით შეემოწმებინათ.

სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო პერიოდული ინსპექტირების საფასური 60 ან 100 ლარამდეა, განმეორებითი მომსახურების ღირებულება კი - 20 ან 30 ლარი.

ელექტრომობილების პირველადი ინსპექტირების ფასი 48 ლარი იქნება, განმეორებით კი - 15 ლარი.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით", მძღოლი, რომლის მანქანასაც ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვს, 50 ლარით ჯარიმდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები