ახალი ამბები
,,გორმედის'' გადაუდებელ განყოფილებაში გაადარჩინეს პაციენტი, რომელსაც პულსი არ ესინჯებოდა
44-წლის კობა აბულაძე გორმედის მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელია. ის საავადმყოფოში 2018 წლიდან მუშაობს, თავდაპირველად, ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა, შემდეგ - გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავიდა.

ამბობს, რომ ყველა განყოფილებას თავისი სპეციფიკა აქვს და თავისებურად სტრესულია, თუმცა გადაუდებელი მედიცინა, ეს ის სფეროა, სადაც ემოციის პირველი ტალღა მოდის.

,,დღევანდელ შემთხვევას მოვიყვან მაგალითად: პაციენტი შემოვიდა, არც კი დავაკონკრეტებ, როგორ მდგომარეობაში, გული გაჩერებული ჰქონდა, სუნთქვა არ იყო, პულსი არ ისინჯებოდა, ეს პაციენტი გადავარჩინეთ და ეხლა თავს კარგად გრძნობს, ყოველ მორიგეობაზე ასეთი შემთხვევები ხშირია.'' - აცხადებს კობა აბულაძე.

აღნიშნულის შესახებ ექიმმა ,,გორმედის'' კლინიკის ყოველკვირეულ გამოცემაში ისაუბრა, რომელიც ყოველი კვირის დასაწყისში ქვეყნდება.

,,ეს ისეთი სამუშაო გარემოა, სადაც ცხელი გონებით ვერ იმოქმედებ და უნდა შეგეძლოს ემოციების მუდმივად კონტროლი. გარდა ამისა დრო, დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება შემოვიდეს ერთი მძიმე პაციენტი და უეცრად მოყვეს 2, 3 ან მეტი, ამ დროს საჭიროა მობილიზება და ცივი გონებით მოქმედება.'' - ამბობს კობა აბულაძე.

ექიმი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც მისი მომავალი პროფესიის არჩევის წინაშე იდგა:

,,გადმოცემით ვიცი, რომ დედას ძალიან უნდოდა ექიმობა, თუმცა ეს სურვილი არ აუსრულდა. შემდეგ უკვე, როცა გავიზარდე, მე ვეცადე ამეხდინა მისი ოცნება. მხოლოდ დედის გავლენა არ ყოფილა, რა თქმა უნდა, სკოლის ასაკიდან დაინტერესებული ვიყავი, დაწყებითი კლასებიდანაც კი ვიცოდი, რომ ექიმი გავხდებოდი და ამ სფერში ვიტრიალებდი.'' - ამბობს კობა აბულაძე.

მისი თქმით, დღეს მომავლ თაობას აქვს ყველა რესურსი, რომ საქართველო იყოს წამყვანი სამედიცინო დარგში და არა მხოლოდ.

,,რა თქმა უნდა, მაქვს მათი იმედი, ძალიან კარგი თაობა მოდის. ვურჩევდი, რომ ისწავლონ და განავითარონ გონება, რამეთუ ნათელ გონებაზე აშენებული ქვეყანა მოგვიტანს წინსვლას, წარმატებას და სიხარულს'' - აღნიშნავს ექიმი.

წყარო: გორმედი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები