ახალი ამბები
ხაშურში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა
ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა.

,,შევიკრიბეთ ის ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ვინც თვლის რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის'' - აღნიშნავს ხაშურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკატერინე პაპუაშვილი.

ნაციონალურმა მოძრაობამ საპროტესტო აქციების გამართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 8 თებერვლიდან დაიწყო:

,,ეს პროტესტი მოიცავს მთელს საქართველოს და უახლოეს პერიოდში, მე ვიქნები გარანტი იმის, რომ მე, ჩვენ ვუზრუნველყობთ დიდ საპროტესტო მუხტს დედაქალაქში'' - განაცხადა 7 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

ფოტო: ტვ ივერია
Print

სტატიის გამოყენების პირობები