ახალი ამბები
ხაშურში კომპანია ,,ბედსა'' და კოლეჯ ,,ქართლს'' უჩივიან - სატენდერო სკანდალი
ხაშური მალე კოლეჯი ,,ქართლი'' გაიხსნება, რომელიც უკვე სატენდერო სკანდალში გაეხვა. კოლეჯმა კომპიუტერული მოწყობილობებს შეიძეს კომპანია ,,ბედისგან''

,,ბედისა'' და ,,ქართლის'' შეთანხმებას აპროტესტებს კომპანია ,,ადელაინი''

კომპანია ,,ადელაინის'' განცხადებით, კოლეჯის შესყიდვების სამსახური უსამართლოდ მოიქცა.

კერძოდ, საქმე იმაშია, რომ კოლეჯმა 50 000 ლარის ღირებულების კომპიუტერული მოწყობილობების შესყვიდვა გადაწყვიტა. საგანმანათლებლო დაწესებულებამ ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების მქონე კომპანია შეარჩია, თუმცა კონკურენტი კომპანია ,,ადელაინის'' საჩივრის მიხედვით, შეთავაზებულ წინადადებებში არაა მითითებული ბევრი ნაწილი, რაც კოლეჯს ჭირდება.

,,კომპანია ბედიმ შემსყიდველს მაუსის და კლავიატურის მაგივრად მარტო კლავიატურა შესთავაზა. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვეის ობიექტის დასახელებაში ნათლად მოთხოვნილია მაუსი, რაც პრეტენდენტმა არ გაითვალისწინა და არ შესთავაზა ის შემსყიდველს.'' - აღნიშნავს ,,ადელაინი''.

ამდაგვარი რამდენიმე დეტალი აქვს განხილული კომპანია ,,ადელაინს'', რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, მათი აზრით, რომ კოლეჯის ტექნიკურ პერსონალს საკითხის გასარკვევად კვლალიფიკაცია არ ჰყოფნის.

,,ადელაინი'' ითხოვს ,,ბედისა'' და ,,ქართლის'' შეთანხმების გაუქმებას. შესყიდვების სამსახურს ჯერ გადაწყეტილება არ მიუღია.

კოლეჯი ქართლის შესახებ

200 სტუდენტზე გათვლილ სამსართულიან შენობაში იფუნქციონირებს თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები და თანამედროვე სტანდარტის სპორტული დარბაზი; სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის; აღიჭურვება უახლესი ინვენტარითა და ტექნიკით; ეზოში მოეწყობა ავტოსადგომი, სარეკრეაციო სივრცე და კომბინირებული ღია სპორტული მოედანი.

ხაშურის პროფესიული სასწავლებელი სტუდენტებს რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიებს შესთავაზებს, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს, მათ შორის: ელექტრობა, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვა. კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც კერძო სექტორთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

პროექტი, რომლის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ხორციელდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები