ახალი ამბები
რიკოთიდან კასპამდე ქარის სადგურების აშენება იგეგმება
შიდა ქართლში ისეთი ქარის ელექტროსადგური აშენდება, რომლის სიმძლავრე 206 მეგავატი იქნება, წლიური გამომუშავება კი, 800 მილიონი კვტ/სთ-ით განისაზღვრა.

ამის შესახებ კომპანია ,,ფერის'' დირექტორმა ლაშა იორდანაშვილმა გადაცემა ,,ბიზნესმედიაჯგუფში'' ისაუბრა. მისი თქმით, ქარის სადგური ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

შიდა ქართლში ქარის ელექტროსადგურის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 260 მლნ დოლარია.

როგორც ბიზნესმენი ამბობს:

"ამ ეტაპზე, ველოდებით, როდის დაასრულებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტი მაგისტრალის მშენებლობას, რადგან რელიეფის გამო, ვერ ვახერხებთ ადგილზე ულტრათანამედროვე ქარის გენერატორების მიტანას. როგორც გვპირდებიან, მაგისტრალის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება და ერთ წელიწადში, 2024 წელს ექსპლუატაციაში შევიყვანთ ქარის სადგურს", - განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

როგორც საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზეა მოცემული, კომპანია ,,ფერის'' წარმომადგენლები წარმოადგენენ ისეთი კომპანიების დამფუძნებლებს, როგორიცაა ,,რიკოთის'', ,,რუისის'', ურბნისისა და კასპის ქარის ელექტროსადგურები.

თითოეული სადგურის პროექტები უკვე წარდგენილია რეგიონული განვითარების სამინისტროში და მოხდა მათი შეფასებაც კი.

1 ფოტო: რიკოთის ქარის სადგური პროექტი

აქ დაგეგმილია 24 მვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა რიკოთის გვირაბის მიმდებარე ზონაში. პროექტი ითვალისწინებს 5 ერთეული ტურბინის დადგმას და ქვესადგურის მოწყობას



მე-2 ფოტო: რუისის ქარის სადგური

პირველ ეტაპზე კომპანია გეგმავს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ რუისის მიმდებარედ, 13 მეგავატამდე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას, რომლის საშუალო წლიური საპროექტო გენერაცია შეადგენს 58 მილიონ კილოვატ საათს. საპროექტო
ტერიტორიის კოორდინატებია:

Print

სტატიის გამოყენების პირობები