ახალი ამბები
ერგნეთში გამართული შეხვედრის კომენტარები
გთავაზობთ, ქართული და ოსური მხარის წარმომადგენლების კომენტარებს, რომლებმაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 63-ე შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მოქალაქეების დაკავებების ფაქტებზე ისაუბრეს.

საუბარი ასევე შეეხო ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებას, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის და უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის საქმეები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტირიფონის სარწყავი არხის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სეგმენტებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების საკითხი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები