ახალი ამბები
ცხინვალში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს - დაჭრილია 5 წლის ბავშვი
ცხინვალში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ის ოჯახთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა.

სროლისას დაიჭრა 5 წლის ბავშვი.

,,ოსეთის ამბების'' ცნობით, ეჭვმიტანილი მილიციას ჩაბარდა.

ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დანაშაული პირად ანგარიშსწორებას უკავშირდება.

შემთხვევა ისაკ ხარებოვის ქუჩაზე მოხდა. ,,ოსეთის ამბებმა'' სათვალთვალო კამერის კადრებიც გამოაქვეყნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები